Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის სასამართლოში ემზადებიან ნემცოვის მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად


მოსკოვის საოლქო სამხედრო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულები ემზადებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად. ნაფიცმა მსაჯულებმა პასუხი უნდა გასცენ 26 შეკითხვას. მათ შორის მთავარია შეკითხვა, მკვლელობაში დამნაშავედ მიიჩნევენ თუ არა ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბატალიონ „სევერის“ ყოფილ წევრს, ზაურ დადაევს. გამოძიების თანახმად, სწორედ მან ესროლა ნემცოვს. მის გარდა, ბრალდებულის სკამზე ზის კიდევ ოთხი პირი. ბორის ნემცოვის ქალიშვილი ჟანა და მისი ადვოკატები დარწმუნებული არიან, რომ ნემცოვის მკვლელობა არ გახსნილა და რომ მკვლელობასთან კავშირი აქვს ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს. ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს მოკლეს მოსკოვში.

XS
SM
MD
LG