Accessibility links

კონგრესმენებმა დაადასტურეს ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლისადმი მხარდაჭერა


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ თითქმის ერთხმად დაადასტურა მხარდაჭერა ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლისადმი, რომელიც ითვალისწინებს ალიანსის ყველა წევრის მზადყოფნას ერთმანეთისათვის სამხედრო დახმარების გასაწევად. ეს ნაბიჯი გადაიდგა გაურკვევლობის ფონზე, რომელიც შექმნა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზიციამ ამ საკითხში. გასულ თვეში ბრიუსელში ვიზიტისას, მას არ უთქვამს, რომ მხარს უჭერს ნატოს წევრების ურთიერთდახმარების გარანტიას. მაგრამ 27 ივნისს შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ, რომელშიც უმრავლესობაში არიან ტრამპის თანაპარტიელი რესპუბლიკელები, 423 ხმით 4-ის წინააღმდეგ, მოიწონა რეზოლუცია, რომელიც ადასტურებს შეერთებული შტატების ერთგულებას ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიმართ. რეზოლუცია შეიცავს ასევე მოწოდებას ნატოს წევრებისადმი, 2024 წლამდე მთლიანი შიდა პროდუქტის, სულ ცოტა, 2% გაიღონ თავდაცვისათვის. ეს მოთხოვნა დონალდ ტრამპმა უკვე რამდენჯერმე წაუყენა ნატოელ მოკავშირეებს, რომელთაგან უმრავლესობა მოთხოვნას არ ასრულებს.

XS
SM
MD
LG