Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს წევრები წელს 4,3%-ით გაზრდიან თავდაცვის ხარჯებს


ნატოელი მოკავშირეები - ყველა, გარდა შეერთებული შტატებისა - წელს 4,3%-ით გაზრდიან თავდაცვის ხარჯებს, რის შედეგადაც 2014 წლის შემდეგ 46 მილიარდი დოლარით მოიმატებს, მთლიანად, ალიანსის სამხედრო ხარჯები. ამის შესახებ დღეს ბრიუსელში გამოაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. მისი თქმით, წლების მანძილზე თავდაცვის ხარჯების შემცირების შემდეგ 2015 წელს შეიცვალა ეს ტენდენცია და გაიზარდა თავდაცვის დაფინანსება ევროპაში და კანადაში. ხვალ ბრიუსელში გაიმართება ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა. ნატო წევრებისაგან მოითხოვს მთლიანი შიდა პროდუქტის, სულ ცოტა, 2%-ის გამოყოფას თავდაცვის სფეროსათვის, მაგრამ ამ მოთხოვნას სულ ხუთი ქვეყანა ასრულებს: შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, ესტონეთი, საბერძნეთი და პოლონეთი. შეერთებულ შტატებზე მოდის ალიანსის ხარჯების 70%-მდე.

XS
SM
MD
LG