Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის შეფასებით, სირია სერიოზულად ეკიდება გაფრთხილებას, რომ "ძვირად დაუჯდება" ქიმიური იარაღის გამოყენება


აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ჯიმ მატისის შეფასებით, სირია სერიოზულად ეკიდება ვაშინგტონის გაფრთხილებას, ნუ გამოიყენებს ქიმიურ იარაღს. ეს შეფასება მატისმა გამოთქვა 28 ივნისს - ერთ დღეში მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა განაცხადა, რომ სირიის მთავრობა, როგორც ჩანს, ემზადება ქიმიური იარაღით მორიგი თავდასხმისათვის. ამასთან, ვაშინგტონმა დამასკი გააფრთხილა, რომ „ძალიან ძვირად დაუჯდება", თუ მართლაც გადადგამს ასეთ ნაბიჯს. პენტაგონის განმარტებით, ქიმიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე მიანიშნებს მზადება სირიის არმიის შაირათის აეროდრომზე - ისეთივე მზადება, როგორიც წინ უსწრებდა სირიელი მეამბოხეების მიერ გაკონტროლებულ ქალაქ ხან შეიხუნზე 4 აპრილს მოწყობილ თავდასხმას, სავარაუდოდ, სარინის გაზის გამოყენებით. თავდასხმისას დაიღუპა ათობით ადამიანი, რასაც მოჰყვა აშშ-ის სარაკეტო დარტყმა შაირათის აეროდრომზე.

XS
SM
MD
LG