Accessibility links

რუსეთის ფედერაციის საბჭომ დაამტკიცა სადავო კანონპროექტი მოსკოვში ათასობით სახლის დანგრევის შესახებ


რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ, ფედერაციის საბჭომ, დაამტკიცა სადავო კანონპროექტი მოსკოვში საბჭოთა პერიოდში აშენებული ათასობით საცხოვრებელი სახლის დანგრევის შესახებ. პარლამენტის შენობასთან გაიმართა ამ გეგმის მოწინააღმდეგეთა მორიგი საპროტესტო აქცია, რომლის დროსაც დააკავეს ოპოზიციურ პარტია "იაბლოკოს" მოსკოვის განყოფილების უფროსი, სერგეი მიტროხინი. სახელმწიფო სათათბირომ მიმდინარე თვეში უფრო ადრე დაამტკიცა კანონპროექტი. მიუხედავად საპროტესტო აქციებისა, რომელთაც მონაწილეებიც გმობენ დასანგრევ სახლებში მცხოვრებთა საკუთრების უფლების დარღვევას, მოსალოდნელია, რომ კანონპროექტს ხელს მოაწერს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. კანონპროექტი ითვალისწინებს 1950-იან და 1960-იან წლებში აშენებული 4500-მდე სახლის, "ხრუშჩოვკების" დანგრევას და მათ ადგილას მრავალსართულიანი სახლების აშენებას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG