Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში ნაფიცი მსაჯულები 29 ივნისს განაახლებენ მსჯელობას ნემცოვის საქმეზე ვერდიქტის გამოსატანად


მოსკოვის საოლქო სამხედრო სასამართლოში 29 ივნისს განახლდება ნაფიც მსაჯულთა სხდომა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეზე ვერდიქტის გამოსატანად. ნაფიცმა მსაჯულებმა პასუხი უნდა გასცენ 26 შეკითხვას. მათ შორის მთავარია შეკითხვა, მკვლელობაში დამნაშავედ მიიჩნევენ თუ არა ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბატალიონ „სევერის“ ყოფილ წევრს, ზაურ დადაევს. გამოძიების თანახმად, სწორედ მან ესროლა ნემცოვს. მის გარდა, საბრალდებო სკამზე ზის კიდევ ოთხი პირი. ბორის ნემცოვის ქალიშვილი ჟანა და ოჯახის ადვოკატები დარწმუნებული არიან, რომ ნემცოვის მკვლელობა არ გახსნილა და რომ მკვლელობასთან კავშირი აქვს ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს. ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს მოკლეს მოსკოვში.

XS
SM
MD
LG