Accessibility links

ბუკიკიო "იმედგაცრუებულია" საქართველოში საარჩევნო სისტემის შეცვლის გადადებით


ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "იმედგაცრუებულია" საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2024 წლამდე გადადოს მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. ბუკიკიოს სიტყვებს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს: „ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან ეს პროცესი იყო ძალზე პროგრესული. პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება შეთანხმებული იყვნენ, რომ წინ წასულიყვნენ და ჩვენი მოკრძალებული რჩევითა და დახმარებით კარგი საქმე გავაკეთეთ. ახლა, ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ იმედს ვიტოვებ და ვიწვევ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ ვიპოვოთ კარგი, კომპრომისული გადაწყვეტილება“ - ამბობს ბუკიკიო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG