Accessibility links

სტოლტენბერგი: შევთანხმდით, ნატოს მისიის გაზრდაზე ავღანეთში


ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ დამატებითი ძალების გაგზავნაზე ავღანეთში, სადაც ნატოს სარდლობით მეორე წელია მიმდინარეობს „მტკიცე მხარდაჭერის მისია“. 29 ივნისს, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში დაიწყო ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა, რომლის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციის მომავალია. "დღევანდელი დღე დასრულდება ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილე ყველა კონტრიბუტორი ქვეყნის მინისტრების ერთობლივი შეხვედრით, სადაც ჩვენ ამ ქვეყანაში ნატოს ქვედანაყოფების ყოფნის მომავალზე ვიმსჯელებთ. ჩვენმა სამხედრო ხელმძღვანელობამ დამატებით კიდევ რამდენიმე ათასი ჯარისკაცი მოითხოვა ავღანეთში მიმდინარე მისიისათვის და დღეს უკვე შემიძლია დავადასტურო, რომ გავზრდით სამხედრო ყოფნას ავღანეთში. 15-ი სახელმწიფო უკვე დაგვპირდა დამატებითი წვლილის შეტანას „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ და მოველი, რომ შემდგომში სხვა ქვეყნებისგანაც გაკეთდება განცხადებები,“- განაცხადა მინისტერიალის გახსნამდე იენს სტოლტენბერგმა. ნატოს მინისტერიალს ბრიუსელში ესწრება საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია. საქართველო 870 ჯარისკაცით მეოთხე ადგილზეა ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქვეყნებს შორის. საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სოლიდური ქართული ქვედანაყოფი ავღანეთში 2019 წლამდე დარჩება.

XS
SM
MD
LG