Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტარებმა კიბერთავდასხმის შეტყობინება მიიღეს


გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის წევრების ელექტრონულ ფოსტაზე კიბერშეტევა განხორციელდა. ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, პარლამენტის თითქმის ყველა წევრმა, ერთდროულად მიიღო საფოსტო შეტყობინება, რომ მათ გზავნილებზე კიბერთავდასხმაა. თუმცა პარლამენტის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ არსებობდა ინფორმაცია შესაძლო საფრთხის შესახებ, რის გამოც, "შემომავალი მეილები პრევენციული მიზნით დაიბლოკა". ამ ინფორმაციის ფონია, 27 ივნისს მსოფლიოს მასტშაბით განხორციელებული ერთ-ერთი უდიდესი კიბერთავდასხმა. კერძოდ კომპიუტერებზე მთელს მსოფლიოში მოეწყო გამომძალველების მასშტაბური ჰაკერული თავდასხმა. განსაკუთრებით ინტენსიური იყო შეტევა უკრაინაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, კიბერშეტევასთან დაკავშრებით მათთან ოფიციალური შეტყობინება შესული არ არის და შესაბამისად, გამოძიება ამ ეტაპისთვის დაწყებული არ არის.

XS
SM
MD
LG