Accessibility links

ბუკიკიომ „კრიზისული“ უწოდა ვითარებას ახალი კონსტიტუციის გარშემო


„მე ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ყოველ საათში კიდევ უფრო იმედგაცრუებული ვხდები“, - ამის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მანამდე სტუმარი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარალმენტის თავმჯდომარეს შეხვდა. სქართველოში მყოფი ბუკიკიო აცხადებს, რომ არ გამართლდა მისი მოლოდინი, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი შესძლებდა წინ კარგი ნაბიჯის გადადგმას უფრო დემოკრატიული კონსტიტუციისთვის. „ დღეს, სამწუხაროდ, თქვენ კრიზისში ხართ. მე იმედგაცრუებული ვარ, ვინაიდან პროცესი დაბლოკილია. ამ მომენტისთვის მხარეებს შორის დიალოგს ვერ ვხედავ. ჩემი მესიჯი იქნება: ესაუბრეთ ერთმანეთს“, - განაცხადა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა. საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ ორი მოსმენით უკვე მიიღო კონსტიტუციის ახალი რედაქცია. საკონსტიტუციო ცვლილებებს აპროტესტებენ ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციების ძირითადი ნაწილი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG