Accessibility links

მარგველაშვილი კონსტიტუციასთან დაკავშირებით პროცესის შეჩერებას მოითხოვს


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პროცესის თავიდან დაწყების ინიციატივით გამოდის და მოუწოდებს მმართველ „ქართულმა ოცნებას“, რომ შეაჩეროს კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე კენჭისყრის პროცესი. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან ჯანი ბუკიკიოსთან შეხვედრის შემდეგ, 29 ივნისს განაცხადა. მანამდე სტუმარი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარალმენტის თავმჯდომარეს შეხვდა. სქართველოში მყოფი ბუკიკიო აცხადებს, რომ არ გამართლდა მისი მოლოდინი, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი შესძლებდა წინ კარგი ნაბიჯის გადადგმას უფრო დემოკრატიული კონსტიტუციისთვის. „ დღეს, სამწუხაროდ, თქვენ კრიზისში ხართ. მე იმედგაცრუებული ვარ, ვინაიდან პროცესი დაბლოკილია. ამ მომენტისთვის მხარეებს შორის დიალოგს ვერ ვხედავ. ჩემი მესიჯი იქნება: ესაუბრეთ ერთმანეთს“, - განაცხადა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა.საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ ორი მოსმენით უკვე მიიღო კონსტიტუციის ახალი რედაქცია. საკონსტიტუციო ცვლილებებს აპროტესტებენ ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციების ძირითადი ნაწილი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG