Accessibility links

ლევან იზორია ბრიუსელში მონაწილეობას მიიღებს ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში


საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია გაემგზავრა ბრიუსელში, სადაც მონაწილეობას მიიღებს ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში. სხდომას, რომელიც ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართება, ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გახსნის. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორია სიტყვით მიმართავს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს და ყურადღებას გაამახვილებს საერთაშორისო უსაფრთხოების და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში საქართველოს, როგორც ალიანსის სტრატეგიული და სანდო პარტნიორის როლზე. თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, ლევან იზორია ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველოს სამხედრო წვლილის, სამომავლო გეგმების და ფინანსური ჩართულობის შესახებ, რაც მიზნად ისახავს ავღანეთში ტრანსფორმაციის პროცესის და ნატოს ერთობლივი ძალისხმევის მხარდაჭერას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG