Accessibility links

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი დღეს ბათუმში შეხვდა ეკა გიგაურსა და მიხეილ ბენიძეს


ვენეციის კომისიის პრეზიდენტი, ჯანი ბუკიკიო დღეს ბათუმში შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების, "საერთაშორიო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელ დირექტორს, ეკა გიგაურს და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" ხელმძღვანელს, მიხეილ ბენიძეს. მათ ვენეციის კომისიის ხელმძღვანელს გააცნეს არასამთავრობო სექტორის უარყოფითი პოზიცია მმართველი პარტიის გადაწყვეტილებისადმი, 2024 წლამდე გადადოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმება. შეხვედრის შემდეგ ჯანი ბუკიკიომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღეს შედარებით ოპტიმისტურადაა განწყობილი, რადგან არსებობს საფუძველი შესაძლო კომპრომისისთვის. ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის პროექტი კარგია, თუმცა, არსებობს საკითხები, რომელთა გაუმჯობესება შესაძლებელია. “ძალიან მინდა, რომ პროექტი მიღებული იყოს რამდენიმე და არა ერთი პარტიის მხარდაჭერით, რათა კონსტიტუციამ საჭირო ლეგიტიმურობა მიიღოს. ყველა მხარე კონსტრუქციული უნდა იყოს, ერთმანეთს ესაუბროს და შეეცადოს კომპრომისის მიღწევას“ - განაცხადა ჯანი ბუკიკიომ. რაც შეეხება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის 7 წლით გადავადებას, ვენეციის კომისიის პრეზიდენტის შეფასებით, ეს არ არის საუკეთესო გადაწყვეტილება და მნიშვნელოვანი მომენტია, რომელზეც კომპრომისი უნდა გამოიძებნოს. ჯანი ბუკიკიო 29 ივნისს, ბათუმში შეხვდა ხელისუფლების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსაც.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG