Accessibility links

ამოქმედდა აშშ-ში ექვსი მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეთა შეშვების შეზღუდვა


29 ივნისს ამოქმედდა ექვსი, უმეტესწილად, მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეების შეერთებულ შტატებში შესვლის დროებითი შეზღუდვის გადაწყვეტილება, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარი დეკრეტით იანვრის ბოლოს დაამტკიცა. ეს მოხდა 29 ივნისს, ანუ 72 საათში მას შემდეგ, რაც ეს ზომა, რომელსაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოითხოვდა, დაუშვა უზენაესმა სასამართლომ. თუმცა, დაუშვა გარკვეული შეზღუდვებით. ტრამპმა „სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის აშკარა გამარჯვება“ უწოდა უზენაესი სასამართლოს 26 ივნისის გადაწყვეტილებას, გაეუქმებინა ქვედა ინსტანციის სასამართლოს ვერდიქტები, რომლებიც ბლოკავდა ტრამპის განკარგულებას. განკარგულების თანახმად 90 დღით იკრძალება შეერთებულ შტატებში ექვსი, უმეტესწილად მუსმლიური, ქვეყნის მოქალაქეების შეშვება. ეს ქვეყნებია ირანი, ლიბია, სომალი, სუდანი, სირია და იემენი. თუმცა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, აკრძალვა არ ეხება პირებს, რომლებსაც „დასაბუთებული კავშირი აქვთ“ პირებთან, ან ორგანიზაციებთან აშშ-ში. ამავე დროს, ტრამპის განკარგულება ითვალისწინებს აშშ-ის ლტოლვილთა პროგრამის 120 დღით შეჩერებას.

XS
SM
MD
LG