Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ექვსი პოლიციელი დაიღუპა თალიბანის თავდასხმის შედეგად


ავღანეთში პოლიციის ექვსი თანამშრომელი დაიღუპა 30 ივნისს ქვეყნის დასავლეთ ფარას პროვინციაში უსაფრთხოების ძალების საგუშაგოზე, თალიბანის მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად. პროვინციის სპეციალური წარმომადგენლის ექბალ ბაჰერის ინფორმაციით, თავდასხმა მოგერიებული იქნა არეალში დამატებითი ძალების გაგზავნის შემდეგ. შეტაკებაში დახოცეს თალიბანის 9 მებრძოლი. ბოლო თავდასხმების ფონია ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა 29 ივნისს, როდესაც გადაწყდა ნატოს ეგიდით მოქმედი „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ გაძლიერება დამატებითი პირადი შემადგენლობით. თალიბანის მებრძოლები მთელი ქვეყნის მასშტაბით ხშირად ესხმიან თავს უსაფრთხოების ძალებისა და არმიის ობიექტებსა და წარმომადგენლებზე.

XS
SM
MD
LG