Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა შეწყვიტა ევროსაბჭოში საწევროს გადახდა


მოსკოვმა შეწყვიტა ფინანსური საწევროს გადახდა ევროსაბჭოში, სადაც რუსეთის დელეგაციას მესამე წელია ჩამორთმეული აქვს ხმის უფლება რუსეთის მიერ უკრაინის ნახევარკუნძულ, ყირიმის ანექსიის გამო. ამ გადაწყვეტილების თაობაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბრისას პირადად აცნობა ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ტორბიორნ იაგლანდს. გავრცელებული ინფორმაციით, ლავროვს უთქვამს, რომ რუსეთის საწევროს გადახდას არ განაახლებს მანამ, სანამ რუსეთის დელეგაციას სრულად არ აღუდგება უფლება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. რუსეთი 47 წევრისაგან შემდგარ ევროსაბჭოში ყოველწლიურად საწევროს სახით 33 მილიონ ევროს იხდის. მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 2014 წლის აპრილში ხმის უფლება ჩამოართვა რუსეთის დელეგაციას.

XS
SM
MD
LG