Accessibility links

მერკელმა და პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს „დიდი ოცეულის“ მოახლოებულ სამიტზე


კრემლის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა 30 ივნისს ტელეფონით ისაუბრეს „დიდი ოცეულის“ მოახლოებულ სამიტზე. ამ ცნობით, ორმა ლიდერმა იმსჯელა კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებაზე და ორმხრივი ურთიერთობის რამდენიმე საკითხზე. კრემლის პრესსამსახური აცხადებს, რომ სატელეფონო საუბარი გერმანიის მხარის ინიციატივით გაიმართა. ამ საუბრამდე ერთი დღით ადრე, ვაშინგტონმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პუტინი ერთმანეთს შეხვდებიან „დიდი ოცეულის“ სამიტის დროს. სამიტი 7-8 ივლისს, ჰამბურგში გაიმართება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG