Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰონკონგში შეტაკებები მოხდა დემოკრატიულ აქტივისტებსა და პეკინის კურსის მომხრეებს შორის


ჰონკონგში, დიდი ბრიტანეთის ამ ყოფილი კოლონიის ჩინეთის მმართველობაში გადაცემის 20 წლისთავთან დაკავშირებით, შეტაკებები მოხდა დემოკრატიულ აქტივისტებსა და პეკინის კურსის მომხრეებს შორის. დაპატიმრებულია შეტაკებების რამდენიმე მონაწილე. საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინი, რომელიც ასევე დაესწრო ჰონკონგის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელის, კერი ლამის ინაუგურაციას. 1997 წელს, ჰონკონგის ჩინეთისთვის გადაცემისას, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ პირობა დადო, რომ ჰონკონგის მიმართ დაიცავდა პრინციპს „ერთი სახელმწიფო - ორი სისტემა“. მაგრამ ყოფილი კოლონიის მოსახლეობის ნაწილში იზრდება შეშფოთება ჰონკონგის მომავლის თაობაზე.

XS
SM
MD
LG