Accessibility links

მსოფლიო ლიდერები ევროპარლამენტში დაესწრნენ ჰელმუტ კოლის ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიას


მსოფლიო ლიდერები სტრასბურგში, ევროპარლამენტში, დაესწრნენ გერმანიის ყოფილი კანცლერისა და მისი გაერთიანების მთავარი არქიტექტორის, ჰელმუტ კოლის, ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიას. კოლი, რომელიც 16 ივნისს გარდაიცვალა 87 წლის ასაკში, პირველი ოფიციალური პირია, რომელსაც ევროპის კავშირმა ოფიციალური სამგლოვიარო ცერემონიით მიაგო პატივი. ცერემონიაზე კოლის კუბოს ევროკავშირის დროშა ჰქონდა გადაფარებული. გერმანიის ხელისუფლების სათავეში 16 წლის განმავლობაში, 1982-დან 1998 წლამდე ყოფნისას, კოლი ევროპის მჭიდრო ინტეგრაციის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG