Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ეჰუდ ოლმეტრი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ციხიდან


ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ეჰუდ ოლმეტრი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ციხიდან. ოლმეტრი კორუფციისთვის იხდიდა სასჯელს. მან 27 თვიდან 16 გაატარა ციხეში. ახლა განაჩენის ვადის ამოწურვამდე ის თვეში ორჯერ უნდა გამოცხადდეს პოლიციაში, ასევე მონაწილეობა მიიღოს მოხალისეთა ორგანიზაციების მუშაობაში. ოლმერტი ისრაელის ისტორიაში პირველი პრემიერ-მინისტრი იყო, რომელიც ციხეში ჩასვეს. ის დამნაშავედ ცნეს იერუსალიმში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით ქრთამის აღებაში. ოლმერტს 2006-2008 წლებში ეკავა ისრაელის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.

XS
SM
MD
LG