Accessibility links

დამასკში მომხდარ სამ აფეთქებას, სულ მცირე, 18 ადამიანი ემსხვერპლა


კვირას სირიის დედაქალაქ დამასკში სამი დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა. აფეთქებებს, სულ მცირე, 18 ადამიანი ემსხვერპლა. სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, სირიის პოლიცია დაედევნა სამ ავტომანქანას, რომლებსაც სავარაუდოდ თვითმკვლელები მართავდნენ. ორი მათგანი პოლიციამ ააფეთქა, მესამემ კი მოახერხა დამასკის ცენტრში, ტაჰრირის მოედანზე გასვლა, სადაც მძღოლმა თავი აიფეთქა მას შემდეგ, რაც ის ალყაში მოაქციეს. ჯერჯერობით არ არის ნათელი, ვინ არის მომხდარისთვის პასუხისმგებელი. სამი აფეთქების შესახებ იტყობინება ოპოზიციური ჯგუფი სირიის ადამიანის უფლებების სამეთვალყურეო, რომელსაც დიდ ბრიტანეთში უდევს ბინა. სამედიცინო წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ დაჭრილია 12-დან 33 ადამიანამდე. ჯერჯერობით არ მოიპოვება მსხვერპლის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია. სირიაში 2011 წელს დაწყებული კონფლიქტის განმავლობაში დღემდე 320 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG