Accessibility links

დონალდ ტრამპმა უჩვეულო ვიდეოკლიპი გამოაქვეყნა ტვიტერზე


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარი ტვიტერის გვერდზე გამოაქვეყნა უჩვეულო ვიდეოკლიპი, რომელიც სიენენთან და სხვა მედიასაშუალებებთან ურთიერთობების კიდევ უფრო გართულებაზე მიუთითებს. 2 ივლისს გამოქვეყნებულ კლიპში აღბეჭდილია ძველი დადგმული საჭიდაო მატჩი, რომლის დროსაც ბიზნესმენი დონალდ ტრამპი მეორე მოჭიდავეს მიწაზე დასცემს. დამარცხებულ სპორტსმენს სიენენის ლოგო აქვს თავზე. სიენენმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც სინანულს გამოხატავს, რომ „აშშ-ის პრეზიდენტი ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების წაქეზებას ახდენს“. ტრამპი ექვსი მეექვსე თვეა იმყოფება პრეზიდენტის თანამდებობაზე. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ნათელყოფს, რომ ამერიკელთა შორის ტრამპის პოპულარობის დონე თითქმის უპრეცედენტოდ დაბალია.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG