Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთმა და მისმა მოკავშირეებმა 48 საათით გააგრძელეს ყატარისთვის წაყენებული ულტიმატუმი


საუდის არაბეთი და მისი არაბი მოკავშირეები ყატარს აძლევენ დამატებით 48 საათს ულტიმატუმის შესასრულებლად. ტელეკომპანია „ალ-არაბიამ“ 3 ივლისის დილას გაავრცელა ცნობა, რომ არაბი მოკავშირეები ულტიმატუმის ვადის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ მას შემდეგ, რაც ასეთი ინიციატივით გამოვიდა ქუვეითის ემირი. ის შუამავლობს ყატართან საუდის არაბეთის, ეგვიპტის, ბაჰრეინის და სხვების დაპირისპირებაში. საუდის არაბეთმა და მისმა მოკავშირეებმა ბოიკოტი გამოუცხადეს და დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტეს ყატართან, რომელსაც ტერორიზმის მხარდაჭერასა და ირანთან ახლო კავშირში ადანაშაულებენ. ყატარი უარყოფს ბრალდებებს. მას მოწინააღმდეგეებმა წაუყენეს 13 მოთხოვნა, რომელთა შორისაც არის ტერორიზმის მხარდაჭერის შეწყვეტა, ირანთან ურთიერთობის შეზღუდვა, მედიასაშუალება „ალ ჯაზირის“ შეზღუდვა, თურქეთის სამხედრო-საჰაერო ბაზის დახურვა. ეს მოთხოვნები ყატარს 2 ივლისის შუაღამემდე უნდა შეესრულებინა.

XS
SM
MD
LG