Accessibility links

აშშ-ის პრეზიდენტი ჩინეთისა და იაპონიის ლიდერებს ესაუბრა ჩრდილოეთ კორეის პრობლემაზე


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთისა და იაპონიის ლიდერებს ესაუბრა ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე. თეთრი სახლის განმარტებით, ორივე ლიდერთან ტრამპის საუბრის თემა იყო ჩრდილოთი კორეა და მისი ბირთვული პროგრამა. იაპონიის მთავრობის წარმომადგენლმა, იოშიჰიდე სუშამ 3 ივლისს ტოკიოში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინძო აბემ და შეერთებული შტატების პრეზიდენტმა იმსჯელეს ჩრდილოეთ კორეაზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერების საჭიროებაზე. „კონკრეტულად, ისაუბრეს საჭიროებაზე, რომ გაუძღვნენ საერთაშორისო თანამეგობრობას ჩრდილოეთ კორეაზე ზეწოლის გასაძლიერებლად - შეერთებული შტატების, იაპონიისა და სამხრეთ კორეის მჭიდრო თანამშრომლობის მეშვეობით“, - განაცხადა იაპონიის მთავრობის წარმომადგენელმა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG