Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში 18-მდე გაიზარდა ავტობუსის ავარიაში დაღუპულთა სავარაუდო რიცხვი


გერმანიაში, სავარაუდოდ, 18 ადამიანი დაიღუპა ავტობუსის ავარიის შედეგად. ავტობუსი, რომელშიც 48 ადამიანი იმყოფებოდა, სატვირთო მანქანას დაეჯახა და ცეცხლი წაეკიდა. ავარია დღეს დილას მოხდა სამხრეთ გერმანიაში, ბავარიის ქალაქ მიუნხბერგთან. გერმანიის პოლიციამ დაადასტურა, რომ არიან დაღუპულები, მაგრამ არ დაუზუსტებია მათი რიცხვი. მისი ცნობით, ავტობუსში მყოფი პირებიდან 18-ის ბედი გაურკვეველია და შიშობენ, რომ 18-ვე დაიღუპა.

XS
SM
MD
LG