Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყელები ემზადებიან ქალაქ მოსულში „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვების აღსანიშნავად


ერაყელები ემზადებიან ქალაქ მოსულში ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოზე“ მოსალოდნელი გამარჯვების აღსანიშნავად. თუმცა, ქალაქში ჯერ კიდევ რჩებიან ექსტრემისტები, რომლებიც განაგრძობენ ბრძოლას რამდენიმე რაიონში. ერაყელი ჯარისკაცები, რომლებიც აშშ-ის მხარდაჭერით იბრძვიან, 2 ივლისს შეუდგნენ თეთრი დროშებისა და ერაყის დროშების აღმართვას რაყის ისტორიულ ცენტრში დაზიანებულ შენობებზე, მათ შორის ალ-ნურის დიდი მეჩეთის მინარეთზე, რომელიც ექსტრემისტებმა ააფეთქეს. მოსალოდნელია, რომ მოსულში ჩავა ერაყის პრემიერ-მინისტრი ჰაიდერ ალ-აბადი, რათა პირადად გამოაცხადოს ექსტრემისტებზე გამარჯვების შესახებ. მოსულის გათავისუფლება მძიმე დარტყმა იქნებოდა ექსტრემისტებისათვის, რომლებმაც 2014 წელს დაიპყრეს დიდი ტერიტორია სირიასა და ერაყში.

XS
SM
MD
LG