Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა


აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა. მთავრობის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ასახული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ღირებულებები უნივერსალურია თავისუფლების მოყვარული ერებისთვის და მისაბაძია მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის, საქართველოსთვის. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის აშშ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია და მასთან აკავშირებს საერთო ღირებულებები და ინტერესები. „ჩვენ ვაფასებთ აშშ-ის ურყევ მხარდაჭერასა და უმნიშვნელოვანეს წვლილს, რომელიც მიუძღვის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში“ - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში. პრემიერ-მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გამყარდება, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გაღრმავებას როგორც რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ. გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის მხარდაჭერის კიდევ ერთ დასტურად მიიჩნევს საქართველოში ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტს, რომელიც ივლისში შედგება.

XS
SM
MD
LG