Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მარგველაშვილი: საქართველო ყოველთვის იქნება აშშ-ის ძლიერი პარტნიორი


საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ს მიულოცა დამოუკიდებლობის დღე. პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის გაგზავნილ წერილში გიორგი მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ აშშ სხვა ერებისთვის, ყოველთვის იყო თავისუფლებისა და დემოკრატიის შუქურა და მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი საყრდენი. „ვითვალისწინებ რა არსებულ არასტაბილურ და ცვალებად გარემოს, მჯერა, რომ თქვენი ქვეყანა წარმატებით გაივლის ყველა გამოწვევას და ახალ სიმაღლეებს მიაღწევს წარმატებული განვითარებისათვის“ - ნათქვამია წერილში. გიორგი მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველო ყოველთვის იქნება აშშ-ის ძლიერი პარტნიორი და განსაკუთრებით აფასებს სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისა და დემოკრატიული განვითარების გზაზე აშშ-ის მხარდაჭერას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი გამოხატულ ურყევ პოზიციას.

XS
SM
MD
LG