Accessibility links

ჩრდილოეთი კორეა იუწყება ბალისტიკური რაკეტის წარმატებული გამოცდის შესახებ


ჩრდილოეთ კორეა იუწყება, რომ წარმატებით დასრულდა გამოცდა ახალი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტისა, რომელსაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია სამიზნის განადგურება. ოფიციალური ცნობით, საცდელი გასროლა განხორციელდა 4 ივლისს. რაკეტამ, რომელიც ფხენიანის თანახმად, 2800 კილომეტრ სიმაღლეს მიაღწია, 39 წუთის განმავლობაში დაფარა მანძილი სავარაუდო მიზნამდე. დასავლეთის სამხედრო ანალიტიკოსების ვარაუდით, საშუალო სიშორის რაკეტის გაშვება შესაძლოა იყოს ჩრდილოეთის კორეის მიერ განხორციელებული ყველაზე წარმატებული გამოცდა. სამხრეთ კორეის სამხედრო უწყების ცნობით, რაკეტამ 930 კილომეტრი იფრინა და შემდეგ ჩავარდა იაპონიის ზღვაში, იაპონიის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის მახლობლად. ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გამოცდას „ტვიტერით“ გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც ფიქრობს, რომ „სამხრეთ კორეა და იაპონია ფხენიანის ასეთ ქმედებას დიდხანს აღარ მოითმენენ“.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG