Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ბერშუეთთან დადგეს „საზღვრის“ აღმნიშვნელი ახალი ბანერი


რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის რაიონის სოფელ ბერშუეთთან დადგეს „საზღვრის“ აღმნიშვნელი ახალი ბანერი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრების სასოფლო-სამეურნეო სავარგული. „აღნიშნული წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას, რომელიც არა მარტო ზღუდავს ადგილობრივ მცხოვრებთა ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ პირდაპირპროპორციულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე” - ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში. მისივე ინფორმაციით, საკითხი განსახილველად დადგება ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრაზე, რომელიც 11 ივლისს გაიმართება.

XS
SM
MD
LG