Accessibility links

სირიის პროდასავლურმა კოალიციურმა ძალებმა გაარღვიეს თავდაცვითი ხაზი რაყის ძველ ქალაქთან


აშშ-ის სარდლობით მოქმედმა სირიის დემოკრატიული კოალიციის ძალებმა შეძლეს გაერღვიათ კედელი რაყის ძველი ქალაქის გარშემო, რომელსაც გააფთრებულად იცავენ ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიერ 3 ივლისს გავრცელებული განცხადების თანახმად, კოალიციამ ორ ადგილას მოახერხა ხვრელის გაკეთება რაფიყას კედელში და ამით ექსტრემისტებს მოუსპო შესაძლებლობა, გამოყენებინა ნაღმები და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები ავანგარდის წინააღმდეგ, რომელიც ქალაქ რაყაში წინასწარ შემუშავებული პოზიციების დაკავებას ცდილობდა. კოალიციის სარდლობის ვარაუდით, რაყის დარჩენილ რაიონებში, მათ შორის ისტორიულ ძველ ქალაქში, რჩება „ისლამური სახელმწიფოს“ დაახლოებით 4000 მებრძოლი. ექსტრემისტულმა ორგანიზაციამ სირიის ქალაქი რაყა 2014 წელს დაიკავა და იგი ხალიფატის დედაქალაქად გამოაცხადა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG