Accessibility links

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო რეფორმა არ შეჩერდება


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო რეფორმა არის წარმატებული და მისი შეჩერება იქნება არასწორი. ოპოზიციის მოთხოვნას, პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა სტრასბურგიდან, სადაც იგი შეხვდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივან ვოიცეკ სავიცკის. ”შეჩერება წარმატებული რეფორმის იქნება არასწორი. ეს არის წარმატებული რეფორმა, რომელიც ხორციელდება წარმატებით და რომელიც წარმატებით იქნება მიყვანილი ბოლომდე შემდგომაზე”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრები გაგრძელდება ხვალაც საპარლამენტო და პოლიტიკურ ჯგუფებთან, სადაც დეტალურად განიხილავენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის საკონსტიტუციო რეფორმის საკითხებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG