Accessibility links

სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე


სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ძალაში დატოვა დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა. მხრივ დაცვის მხარემ იშუამდგომლა, რომ დეკანოზი 50 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულიყო. სახელმწიფო ბრალდება კი დეკანოზის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა, რის საფუძვლადაც ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეს ასახელებდა. მიმდინარე წლის მარტს პროკურატურამ, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს საპატრიარქოს თანამშრომელს, დეკანოზ გიორგი მამალაძეს წარუდგინა ბრალდება პატრიარქის მდივნის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისათვის, ასევე ცეცხსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვის ფაქტზე.

XS
SM
MD
LG