Accessibility links

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კიევს ესტუმრება


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი 9 ივლისს ესტუმრება უკრაინას პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შესახვედრად. პოროშენკოს ადმინისტრაციის განცხადებით, შეხვედრაზე იმსჯელებენ ვაშინგტონისა და კიევის ურთიერთობის განმტკიცების გზებზე და თანამშრომლობის გაგრძელებაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დასაპირისპირებლად. პოროშენკომ 21 ივნისს ვაშინგტონში ვიზიტისას განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წევრები მზად არიან, „ახლო მომავალში“ ესტუმრონ კიევს და ხელი მოაწერონ თავდაცვის სფეროში „ძალიან მნიშვნელოვან“ შეთანხმებებს. კიევში ტილერსონის დაგეგმილ ვიზიტამდე, 7 ივლისს გერმანიაში გაიმართება აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა. მოსკოვმა 2014 წელს მოახდინა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსია და ეხმარება აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლ სეპარატისტებს. 2014 წლის აპრილში აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, დაღუპულია 10 ათასზე მეტი ადამიანი.

XS
SM
MD
LG