Accessibility links

ნიდერლანდში გაასამართლებენ აღმოსავლეთ უკრაინაში მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოგდებაში ეჭვმიტანილ პირებს


ნიდერლანდის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ამ ქვეყნის სასამართლოში გაასამართლებენ პირებს, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაში. საგარეო უწყების დღევანდელ განცხადებაში არ ამხელენ 2014 წლის 17 ივლისის ავიაკატასტროფაზე სავარაუდო პასუხისმგებელთა ვინაობას. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა 298 ადამიანი. მათი უმრავლესობა ნიდერლანდელები იყვნენ. საერთაშორისო გამოძიებამ 2016 წელს დაადგინა, რომ მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს „ბუკის“ საზენიტო სარაკეტო დანადგარის რაკეტით, რომელიც მას ესროლეს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მიერ გაკონტროლებული ტერიტორიიდან. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ "ბუკის" ტიპის დანადგარი უკრაინაში შეტანილ იქნა რუსეთიდან, ავიაკატასტროფამდე ცოტა ხნით ადრე და შემდეგ მალევე იქნა გადატანილი ისევ რუსეთის ტერიტორიაზე. მოსკოვი უარყოფს საერთაშორისო გამოძიების შედეგად გამოტანილ დასკვნებს. ნიდერლანდის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბერტ კოენდერსმა 5 ივლისს გამოაცხადა, რომ გადაწყვეტილება ეჭვმიტანილების ნიდერლანდში გასამართლების თაობაზე მიიღეს ქვეყნებმა, რომლებმაც ერთად გამოიძიეს ავიაკატასტროფა: ავსტრალიამ, ბელგიამ, მალაიზიამ, უკრაინამ და საკუთრივ ნიდერლანდმა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG