Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სატელეფონო საუბარი შედგა გიორგი კვირიკაშვილსა და ჯანი ბუკიკიოს შორის


სატელეფონო საუბარი შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილსა და ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, ჯანი ბუკიკიოს შორის. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯანი ბუკიკიომ გიორგი კვირიკაშვილს მადლობა გადაუხადა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში აქტიური ჩართულობისა და იმ ნაბიჯებისთვის, რომლებსაც ხელისუფლება დგამს ფართო კონსენსუსის მისაღწევად დიალოგის გაგრძელების მიმართულებით. ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა დადებით და წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა საქართველოში მისი ვიზიტის შემდეგ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილება, რომლის თანახმად, შეიცვალა არსებული ნორმა და პარტიებს შესაძლებლობა ექნებათ, მათი მერობის კანდიდატი წარმოდგენილი იყოს საკრებულოს საარჩევნო სიაშიც. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობითვე, ჯანი ბუკიკიომ გიორგი კვირიკაშვილთან საუბრისას განაცხადა, რომ დღეს კიდევ უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილი და იმედი აქვს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში ჩართული ყველა სუბიექტი გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს და მომდევნო მოწვევის პარლამენტი უფრო პლურალისტური იქნება.

XS
SM
MD
LG