Accessibility links

სახალხო დამცველმა მთავარ პროკურორს მიმართა, დაზარალებულად ცნოს აფგან მუხთარლი


საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს მიმართა, დაზარალებულად ცნოს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი და ეფექტურად გამოიძიოს მის მიმართ შსს-ს თანამშრომელთა მიერ ჩადენილი, შესაძლო დანაშაული. ომბუდსმენის შეფასებით, აფგან მუხთარლის მიმართ საქართველოს შსს-ს თანამშრომლების მხრიდანჩადენილი შესაძლო დანაშაულის გამოძიება ამავე სამინისტროს მიერ, ვერ უზრუნველყოფს ეფექტიანი გამოძიებისთვის საჭირო დამოუკიდებლობის ხარისხს. გარდა ამისა, სახალხო დამცველი საყურადღებოდ მიიჩნევს თბილისში, გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერს, რომელიც მედიით გავრცელდა და ჩანს, რომ დროის იმ მონაკვეთში, როცა სავარაუდოდ, უნდა გამოჩენილიყო აფგან მუხთარლი კადრი ჩერდება და განსხვავებული ჩანაწერით იცვლება. სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა და გამოითხოვა ინფორმაცია, ხომ არ გაჩენილა ეჭვი ჩანაწერების ავთენტურობის მიმართ და ამის დასადგენად დაინიშნა თუ არა შესაბამისი ექსპერტიზა. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა, მეორე დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებებით. ჟურნალისტის ინფორმაციით, თბილისიდან მის გატაცებაში მონაწილეობდნენ პოლიციის ფორმიანი პირები, რომლებიც ქართულად საუბრობდნენ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG