Accessibility links

ავღანეთში აფეთქებამ ექვსი სამოქალაქო პირი შეიწირა


ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, ექვსი სამოქალაქო პირი დაიღუპა დასავლეთში მდებარე ფარაჰის პროვინციაში გზის პირას ბომბის აფეთქების შედეგად. ფარაჰის პროვინციის გუბერნატორის წარმომადგენლის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან. დაიჭრა კიდევ ექვსი ადამიანი. თვითნაკეთი ბომბები და ნაღმები ავღანეთში სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. თალიბანი ათასობით ასეთ ასაფეთქებელ მოწყობილობას დებს ავღანეთის გზებზე, ჯარისკაცების გადაადგილებისათვის ხელის შესაშლელად.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG