Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის პრეზიდენტი: გერმანიასთან ჩინეთის ურთიერთობა „ახალ ეტაპზე“ გადადის


ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ბერლინში შეხვდა გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს და განაცხადა, რომ გერმანიასთან ჩინეთის ურთიერთობა „ახალ ეტაპზე“ გადადის. თავის მხრივ, მერკელმა აღნიშნა, რომ ბერლინის სურვილია, მალე იქნეს ხელმოწერილი ინვესტიცირების შესახებ ხელშეკრულება, რომელსაც მოგვიანებით მოჰყვება შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. სი ძინპინისა და ანგელა მერკელის შეხვედრა წინ უსწრებს „დიდი ოცეულის“ სამიტს, რომელიც 7-8 ივლისს ჰამბურგში გაიმართება. მერკელმა აღნიშნა აგრეთვე, რომ გერმანიას შეუძლია ჩინეთთან თანამშრომლობა აფრიკასა და ავღანეთში პროექტებზე მუშაობისას. ჩინეთის პრეზიდენტი რუსეთიდან ჩაფრინდა გერმანიაში.

XS
SM
MD
LG