Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი გაემგზავრა ევროპაში, სადაც პოლონეთსა და გერმანიას ეწვევა


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაემგზავრა ევროპაში, სადაც ჯერ პოლონეთში ჩაფრინდება, შემდეგ კი მონაწილეობას მიიღებს „დიდი ოცეულის“ სამიტში, რომელსაც 7-8 ივლისს უმასპინძლებს გერმანიის ქალაქი ჰამბურგი. სამიტის დროს დაგეგმილია, პრეზიდენტის რანგში, ტრამპის პირველი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. მანამდე, ვარშავაში ვიზიტისას, დონალდ ტრამპი გამოვა ვრცელი მიმართვით და შეხვდება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებს. ეს ლიდერები მონაწილეობენ „სამი ზღვის ინიციატივის“ სამიტში. "სამი ზღვის ინიციატივა" არის პოლონეთისა და ხორვატიის ერთობლივი პროექტი, რომლის მიზნად სახელდება სავაჭრო, ინფრასტრუქტურული კავშირების და ენერგეტიკისა და პოლიტიკის სფეროებში თანამშრომლობის გააქტიურება ადრიატიკის ზღვის, ბალტიის ზღვისა და შავი ზღვის მიმდებარე ქვეყნებს შორის.

XS
SM
MD
LG