Accessibility links

ამერიკელი სენატორები საჭიროდ მიიჩნევენ ახალ სტრატეგიას ავღანეთში თალიბანის დასამარცხებლად


ამერიკელი სენატორების დელეგაციამ ავღანეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ საჭიროა აშშ-ის მიერ ახალი სტრატეგიის შემუშავება ავღანეთში თალიბანის დასამარცხებლად. ახალი სტრატეგიისაკენ მოწოდებით 4 ივლისს გამოვიდა სენატორების დელეგაცია რესპუბლიკელი ჯონ მაკკეინის ხელმძღვანელობით. ავღანეთში ჩასვლამდე სენატორები პაკისტანს ესტუმრნენ. ვერავინ იტყვის, რომ აქ, ავღანეთში წარმატების კურსს ვადგავართო, აღნიშნა ქაბულში მაკკეინმა. მისი აზრით, შეერთებულ შტატებს - მსოფლიოში უძლიერეს ქვეყანას - უნდა შეეძლოს ამ კონფლიქტში გამარჯვება. პენტაგონი ამჟამად მუშაობს ავღანეთში სტრატეგიის გადასინჯვაზე. შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების ჯარები უკვე 16 წელია ებრძვიან თალიბანს. პენტაგონი სავარაუდოდ, გამოვა ავღანეთში ჯარების 3000-დან 5000-მდე სამხედრო მოსამსახურით გაზრდის რეკომენდაციით.

XS
SM
MD
LG