Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი საჭიროდ მიიჩნევს ჩრდილოეთ კორეაზე ჩინეთის ზეწოლის გაძლიერებას


ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბორის ჯონსონის შეფასებით, ჩრდილოეთ კორეის მიერ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გამოცდა „უპასუხისმგებლო“ და „უკანონო“ ქმედება იყო და მსოფლიო ერთად უნდა იდგეს ფხენიანის ნაბიჯებთან დასაპირისპირებლად. ამ საკითხზე ჯონსონმა ისაუბრა ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია ბიბისისთან 6 ივლისს ინტერვიუს დროს. მისი აზრით, ჩინეთმა უნდა მიმართოს დამატებით ზომებს ჩრდილოეთ კორეაზე ზეწოლის გასაძლიერებლად, ბირთვული იარაღისა და ბალისტიკური რაკეტების გამოცდის გამო. ჯონსონის ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, გაეროში აშშ-ის ელჩმა, ნიკი ჰეილიმ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები „მნიშვნელოვან სამხედრო ძალას“ გამოიყენებს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ, თუ ეს საჭირო იქნება. შეერთებული შტატები მზად არის გამოიყენოს ჩვენი შესაძლებლობების სრული სპექტრი ჩვენი და ჩვენი მოკავშირეების დასაცავადო, განაცხადა ჰეილიმ 5 ივლისს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე.

XS
SM
MD
LG