Accessibility links

ტილერსონი: აშშ მზად არის სირიის საკითხში რუსეთთან თანამშრომლობისათვის


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის განცხადებით, ვაშინგტონი მზად არის სირიის საკითხში რუსეთთან თანამშრომლობისათვის, რაც სამხედრო სფეროსაც ეხება. ეს განცხადება მიჩნეულია შემრიგებლურ ჟესტად 7 ივლისს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრამდე, რომელიც გერმანიის ქალაქ ჰამბურგში „დიდი ოცეულის" სამიტის დროს გაიმართება. ტრამპი და პუტინი აპირებენ სირიის საკითხის განხილვასაც. როგორც ტილერსონმა 5 ივლისის საღამოს თქვა, შეერთებული შტატები ემხრობა სირიაში ფრენისათვის აკრძალული ზონების შემოღებას, რუსეთთან კოორდინაციის საფუძველზე, აგრეთვე ზავის დაცვის სამეთვალყურეო მექანიზმის შემოღებას და ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფას. ამასთან, რუსეთისაგან მოელიან, რომ არ დაუშვას სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება. ტილერსონის თქმით, შეერთებული შტატებისა და რუსეთის თანამშრომლობა ხელს შეუწყობდა სტაბილიზაციას სირიაში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG