Accessibility links

ავღანეთში მოკლეს ერთი და დაჭრეს ორი ამერიკელი ჯარისკაცი


შეერთებული შტატების სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით, ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში მოკლეს ერთი და დაჭრეს ორი ამერიკელი ჯარისკაცი. პენტაგონმა 5 ივლისს გაავრცელა ცნობა, რომ 19 წლის სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა "ცეცხლსასროლი იარაღით არაპირდაპირი თავდასხმისას" მიღებული ჭრილობების შედეგად. ამავე თავდასხმისას დაიჭრა ორი სამხედრო მოსამსახურე. თალიბანს ძლიერი პოზიცია აქვს სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში, რომლის 80%-საც აკონტროლებს. შეერთებული შტატები და მისი ზოგი ნატოელი მოკავშირე ამჟამად განიხილავენ ავღანეთში ჯარისკაცების რიცხვის გაზრდის შესაძლებლობას.

XS
SM
MD
LG