Accessibility links

ტრამპი შესაძლებლად მიიჩნევს „მკაცრ ზომებს“ ჩრდილოეთ კორეის მიერ ჩატარებულ გამოცდაზე საპასუხოდ


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მისივე თქმით, შესაძლებლად მიიჩნევს „ერთობ მკაცრი ზომების“ მიღებას ჩრდილოეთ კორეის მიერ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების გამოცდაზე საპასუხოდ. ტრამპმა 6 ივლისში ვარშავიდან მოუწოდა მსოფლიოს ყველა ქვეყანას, დაუპირისპირდნენ ჩრდილოეთ კორეის „ძალიან, ძალიან ცუდ საქციელს“. ეს იყო ტრამპის პირველი საჯარო გამოხმაურება საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური იარაღის გამოცდაზე, რომელიც ჩრდილოეთმა კორეამ 4 ივლისს ჩაატარა. ტრამპმა ჩრდილოეთ კორეას უწოდა „საფრთხე“, რომელსაც შეერთებული შტატები „ძალიან მტკიცედ დაუპირისპირდება“, მაგრამ მან არ მოისურვა დაკონკრეტება, თუ რა ზომას შეიძლება მიმართოს ვაშინგტონმა. ვარშავაში ტრამპის გამოსვლას წინ უსწრებდა გაეროში აშშ-ის ელჩის, ნიკი ჰეილის განცხადება, რომ შეერთებული შტატები „მნიშვნელოვან სამხედრო ძალას“ გამოიყენებს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ, თუ ეს საჭირო იქნება. შეერთებული შტატები მზად არის გამოიყენოს ჩვენი შესაძლებლობების სრული სპექტრი ჩვენი და ჩვენი მოკავშირეების დასაცავადო, განაცხადა ჰეილიმ 5 ივლისს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე.

XS
SM
MD
LG