Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში დააკავეს უფლებადამცველები, მათ შორის ამ ქვეყანაში „ამნესტი ინტერნეშნლის“ დირექტორი


თურქეთში დააკავეს ამ ქვეყანაში უფლებადამცველ ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშნლის“ დირექტორი, იდილ ესერი რამდენიმე სხვა უფლებადამცველთან ერთად. „ამნესტის“ ცნობით, ესერი 5 ივლისს დააკავეს სტამბოლის მახლობლად, „დიგიტალური უსაფრთხოებისა და ინფორმაციის მენეჯმენტის უორკშოპში“ მონაწილეობისას. დაკავებულია უორკშოპის კიდევ რამდენიმე მონაწილე - გაზეთ „ჰურიეთის“ ინფორმაციით, სულ 12 კაცი. პოლიციას ჯერ არ გაუკეთებია განცხადება დაკავებებთან დაკავშირებით და არაფერია ცნობილი არც მომხდარის მიზეზზე. „ამნესტი ინტერნეშნლის“ გენერალური დირექტორი, სალილ შეტი საგანგებო განცხადებაში გმობს თურქეთის წამყვანი უფლებადამცველების დაკავებას და მოითხოვს მათ „დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას“. დაკავებულთა ადგილსამყოფელი უცნობია.

XS
SM
MD
LG