Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი: პოლონეთი არის „მაგალითი იმათთვის, ვინ თავისუფლებისაკენ მიისწრაფვის“


აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვრცელი სიტყვით გამოვიდა პოლონეთის დედაქალქში, ვარშავის აჯანყების მემორიალთან და პოლონეთს უწოდა მისაბაძი „მაგალითი იმათთვის, ვინც თავისუფლებისაკენ მიისწრაფვის და ვისაც სურს, მოიკრიბოს გამბედაობა და ჩვენი ცივილიზაციის დაცვის ნება“. ტრამპს ბევრჯერ გააწყვეტინეს სიტყვა ტაშით და მხარდაჭერის გამომხატველი შეძახილებით. ამ გამოსვლისას, ტრამპმა პირველად გააკეთა ნატოს ხელშეკრულების მეხუთე მუხლის მხარდამჭერი მკაფიო განცხადება. მეხუთე მუხლი ითვალისწინებს ნატოელი მოკავშირეების მიერ ერთმანეთისათვის სამხედრო დახმარების გაწევას. ტრამპის თქმით, აშშ-მა არაერთხელ მოახდინა „არამარტო სიტყვებით, არამედ თავისი მოქმედებითაც იმის დემონსტრირება, რომ მეხუთე მუხლის ერთგულია“.

XS
SM
MD
LG