Accessibility links

გარი კასპაროვი კვლავ მიიღებს მონაწილეობას საჭადრაკო ტურნირში


ჭადრაკში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, წარსულში რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გარი კასპაროვი კვლავ მიიღებს მონაწილეობას საჭადრაკო ტურნირში. აშშ-ში, მისურის შტატის ქალაქ სენტ ლუიში საჭადრაკო ასპარეზობის ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ კასპაროვი ჩაერთვება სწრაფი ჭადრაკის ტურნირში, რომელიც 14-19 აგვისტოს გაიმართება. 54 წლის კასპაროვს ცხრა მეტოქე ეყოლება, მათ შორის მსოფლიოს ამჟამად ნომერი პირველი მოჭადრაკე, ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი. კასპაროვმა 2005 წელს დაანება თავი დიდ ჭადრაკს და შეუერთდა რუსეთის ოპოზიციურ მოძრაობა „სხვა რუსეთს“. 2013 წელს მან რუსეთი დატოვა და განაცხადა, რომ აღარასოდეს დაბრუნდება ამ ქვეყანაში. 2014 წელს კასპაროვმა ხორვატიის მოქალაქება მიიღო.

XS
SM
MD
LG