Accessibility links

დონალდ ტრამპი ადასტურებს ნატოსადმი მტკიცე მხარდაჭერას და აკრიტიკებს რუსეთს


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედება უკრაინაში და სხვა ქვეყნებში და შეწყვიტოს სირიისა და ირანის მხარდაჭერა. ამ მოწოდებით ტრამპი გამოვიდა ვარშავაში, სადაც 6 ივლისს ვრცელი სიტყვით მიმართა პოლონელებს. მან პოლონეთს უწოდა მისაბაძი „მაგალითი იმათთვის, ვინც თავისუფლებისაკენ მიისწრაფვის და ვისაც სურს, მოიკრიბოს გამბედაობა და ჩვენი ცივილიზაციის დაცვის ნება“. ტრამპს ბევრჯერ გააწყვეტინეს სიტყვა ტაშით და მხარდაჭერის გამომხატველი შეძახილებით. "ახლა, როცა ნატოს ალიანსის ყველაზე ერთგულ წევრებს შორის დგას, პოლონეთმა აღიდგინა თავისი ადგილი, როგორც ერთ-ერთმა წამყვანმა ქვეყანამ ევროპაში, რომელიც ძლიერი, ერთიანი და თავისუფალია. ძლიერი პოლონეთი დიდი სიკეთეა ევროპის ქვეყნებისათვის და მათ ეს იციან. ძლიერი ევროპა დიდი სიკეთეა დასავლეთისა და მთელი მსოფლიოსათვის“, - განაცხადა ტრამპმა. ვარშავაში ამ გამოსვლისას, მან პირველად გააკეთა ნატოს ხელშეკრულების მეხუთე მუხლის მხარდამჭერი მკაფიო განცხადება. მეხუთე მუხლი ითვალისწინებს ნატოელი მოკავშირეების მიერ ერთმანეთისათვის სამხედრო დახმარების გაწევას. ტრამპის თქმით, აშშ-მა არაერთხელ მოახდინა „არამარტო სიტყვებით, არამედ თავისი მოქმედებითაც იმის დემონსტრირება, რომ მეხუთე მუხლის ერთგულია“. ამავე დროს ტრამპმა ნატოელ მოკავშირეებს მოუწოდა, შეუერთდნენ აშშ-ის ძალისხმევას ისლამური ტერორიზმისაგან დასავლეთის დასაცავად.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG