Accessibility links

პაკისტანში მოკლეს პოლიტიკური პარტიის ლიდერი და მისი მცველი


პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციაში მოკლეს რეგიონული პოლიტიკური პარტიის ლიდერი მალიკ ნავიდი და მისი მცველი. ისინი ქალაქ ყუეტაში ავტომანქანაში ისხდნენ, როცა დაუდგენელმა პირებმა მოტოციკლებით ჩაუარეს და ცეცხლი გაუხსნეს. დაიჭრა ამავე ავტომანქანაში მყოფი კიდევ ერთი ადამიანი. თავდამსხმელებმა მიმალვა შეძლეს და თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია. მალიკ ნავიდი იყო ოპოზიციური ბელუჯისტანის ნაციონალური პარტიის ლიდერი. ეს პარტია იცავს რეგიონის მკვიდრი ეთნიკური ჯგუფის, ბელუჯების ინტერესებს. რეგიონში, რომელიც ავღანეთსა და ირანს ესაზღვრება, მრავალი წელია იბრძვიან სეპარატისტები და, ამავე დროს, აქტიურობენ ისლამისტი ექსტრემისტები.

XS
SM
MD
LG